„დენტალუქსი“ – პროფესიონალიზმის, გამოცდილებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სინთეზი. ჩვენ ვართ სტომატოლოგიური კლინიკების ქსელი და დიპლომისშემდგომი უწყვეტი განათლების სასწავლო ცენტრი, რომელიც მდებარეობს ბათუმში და ორიენტირებულია როგორც მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდებაზე, ისე ახალგაზრდა სტომატოლოგების პროფესიულ განვითარებაზე. „დენტალუქსის“ გუნდი აერთიანებს კვალიფიციურ ექიმებს, ინოვაციურ მიდგომებსა და პაციენტზე მაქსიმალურად ზრუნვის კულტურას. კლინიკას მინიჭებული აქვს ISO საერთაშორისო სერტიფიკატი, რაც ადასტურებს მომსახურების მაღალ სტანდარტს. წლების განმავლობაში „დენტალუქსი“ გახდა აღიარებული ბრენდი, რომელიც არაერთი პროფესიული ჯილდოთი და სერტიფიკატით არის დაჯილდოებული. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ვქმნით სივრცეს, სადაც პაციენტები იღებენ ინდივიდუალურად მორგებულ მკურნალობას, ხოლო ექიმები — მუდმივი განვითარების შესაძლებლობებს.
-
ხარისხი
-
თანამედროვეობა
-
გამოცდილება